თელავში მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა

თელავში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთ-ერთი სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობით მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ხოლო მეორე ახალგაზრდას დაზიანება თავის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული, რის გამოც თბილისში ერთ- ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

ერთ-ერთი ვერსიით, ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქცეშ იმყოფებოდა და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. არცერთი დაშავებული დეტალებზე არ საუბრობს და ამბობენ, რომ დაზიანებები შემთხვევით მიიღეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილობლობით გულისხმობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს