დავით ბაქრაძე - 8 თვე უპატრონოდ არსებული საარჩევნო ყუთების გახსნით შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო

როგორც მკვდრის გაცოცხლებას არ აქვს აზრი, ასე არ აქვს აზრი ოქტომბრის არჩევნების და თამარ ჟვანიას გაპატიოსნების მცდელობას, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგან „როცა 8 თვე ყუთები უპატრონოდ არის ჩაკეტილი, იმ ყუთების გახსნით შეიძლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო“.

„რა თქმა უნდა, არ ჩავერთვები. ამ კომისიის მუშაობაში ვერც ადრე ვხედავდით აზრს და მითუმეტეს, ახლა ვერ ვხედავთ აზრს. ეს კომისია არის მკვდრის გაცოცხლების ან გაპატიოსნების მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან და როგორც ახლა მკვდრის გაცოცხლებას აზრი არ აქვს, ასე არ აქვს აზრი ოქტომბრის არჩევნების და თამარ ჟვანიას გაპატიოსნების მცდელობას. ასე რომ, თავი დაანებონ ზედმეტ პოლიტიკურ ეშმაკობებს და უკაცრავად ტერმინისთვის და მაიმუნობებს. შარლ მიშელის შეთანხმებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ დავანებოთ თავი წარსულ არჩევნებზე დებატს და ვიფიქროთ მომავალზე, ამიტომ უნდა ვიფიქროთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმაზე და ეს არის ახლა გამოსავალი და არა ის, რომ როგორმე უკანა რიცხვით, 8 თვის შემდეგ გადავთვალოთ, რა დევს ყუთებში და ამით დავასკვნათ არჩევნები კარგად ჩატარდა თუ არა. 8 თვე როცა ყუთები უპატრონოდ არის ჩაკეტილი, იმ ყუთების გახსნით შეიძლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე, ვასილ მჟავანაძე ან ცხონებული მეფე ერეკლე აირჩიო. ვინ იცის, რა იყო იმ ყუთებში, რა ხდებოდა ეს 8 თვე, ამიტომ რა აზრი აქვს დღეს ამ ყუთის გახსნას? - სრულიად უპერსპექტივოა და ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა