უსკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო უსკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომას ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მგალობლიშვილის განცხადებით, პარმენ ჯალაღონიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

„ვლადიმერ მგალობლიშვილის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა თავად კანდიდატს მოუსმინეს. პარმენ ჯალაღონიამ გაწეულ საქმიანობაზე, სამომავლო ხედვებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია წარმოდგენილი კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

უსკოს წევრობის კანდიდატურებს დაეთმო დღის წესრიგის მეორე საკითხიც. კომიტეტის წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის სოფიო კახაძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო აღნიშნულ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ირაკლი გვარამიას და რამაზ ფირცხალაიშვილის კანდიდატურების კანონმდებლობასთან შესაბამისობა დაადგინა, მოისმინა მათი სამოქმედო გეგმები და სამომავლო ხედვები.

კანონმდებლებმა ამ შემთხვევაშიც რეკომენდაცია გაუწიეს წარმოდგენილი კანდიდატურების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა “მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების პელნარულ სხდომაზე გატანის საკითხსაც.

უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ვლადიმერ მგალობლიშვილის, მარინე გვიანიძისა და ფრიდონ ფუტკარაძის მიერ ინიცირებული და საქართველოს პარლამენტში წარსადგენ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციტივასთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

კომიტეტმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებითაც. შესაბამისი დადგენილების პროექტი სხდომაზე ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. კანონის პროექტის ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით გაბაიძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი არიან.

სხდომაზე,უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა კენჭისყრის ადგილი, ბიულეტენის ფორმა და მისი შევსების წესი დადგინდა.

კომიტეტის წევრებმა ამავე სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მედეა ვასაძე აირჩიეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს