გონიო-კვარიათის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა

გონიო-კვარიათის დასახლებაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 2000 კბმ მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარი გონიოში, ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

რეზერვუარი უზრუნველყოფს 1000-ზე მეტი აბონენტის 24 საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას.

ასევე მოეწყო 30 კმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზი. დაიწყო მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები.

„გონიო-კვარიათში წყალმომარაგების პრობლემა ათეული წლის განმავლობაში არსებობდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე, ძირითადად, ჭაბურღილის წყლით სარგებლობდა.

რეზერვუარის მშენებლობისთვის 15 მილიონი ლარი გამოიყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა