სოფელ ართანასა და  ფშაველში სარწყავი არხი მოწესრიგდა

საქართველოს მელიორაცია რწყვის სეზონის პარალელურად, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამჯერად სამუშაოები კახეთში, სოფელ ართანისა და ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე დასრულდა.

„ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2900 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები სისტემაში წყლის შეუფერხებლად გადინებას ხელს შეუწყობს. შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღდგენილი არხით სოფელ ართანის, სანიორესა და ნაფარეულის მოსახლეობა ისარგებლებს.

არხის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო