„ამბასადორი ჯგუფი“ - უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია

სასტუმრო ბიზნესი მიმდინარე ტურისტულ სეზონს იმედით უყურებს და მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნის, რეგულაციების შემსუბუქებისა და ავიარეისების ზრდის ფონზე საქართველოს მეტი უცხოელი ტურისტი ეწვევა, - ამის შესახებ „ამბასადორი ჯგუფში" აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია.

„ჩვენი სასტუმროების ქსელი რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს. Ambassadori Tbilisi Hotel-ი სრულად გათვლილია უცხოელ ტურისტებზე, ხოლო Ambasadori Kachreti გათვლილია, როგორც უცხოელ ასევე ადგილობრივ ტურისტებზე. რაც შეეხება მოლოდინებს, თუ კი არსებულ ტენდენციებს დავაკვირდებით, რეგულაციების შემსუბუქების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნისა და ავიარეისების რაოდენობის ზრდის ფონზე უცხოელი ტურისტების შემოსვლის ტენდენცია ზრდადია. იმედი გვაქვს, რომ ტურისტული ნაკადები კიდევ გაიზრდება და ზაფხულის ტურისტული სეზონის შუაპერიოდში ძალიან აქტიური სეზონი და მაღალი დატვირთულობა გვექნება.

თუ კი არსებულ მონაცემებს 2020 წელის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შევადარებთ, ზრდა მართლაც რომ თვალშისაცემია. თუმცაღა პანდემიის ფონზე შედარების ნიშნულად 2020 წლის მაჩვენებლები არ უნდა მივიღოთ. შარშან ამ დროს სასტუმროები ფაქტობრივად გაჩერებული იყო და ცხადია 2020 წელთან შედარებით კი ბატონო მაღალი ნიშნული ფიქსირდება.

ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მაინც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებაა, რადგანაც 2019 წელის ამ პერიოდში სრული დატვირთვით ვმუშაობდით და ძალიან ბევრი უცხოელი დამსვენებელი გვყავდა. ჯერჯერობით 2019 წლის ნიშნულს არ მივახლოებულვართ, თუმცა მოლოდინები საკმაოდ იმედის მომცემია", - აცხადებს „ამბასადორი ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

როგორც ნადიბაიძე ამბობს, COVID-პანდემიამ ტურისტების ქცევები მნიშვნელოვნად შეცვალა.

„პანდემიამ ძალიან შეცვალა ადამიანის ჩვევები მოგზაურობასთან დაკავშირებით. თუ ადრე ადამიანები მოგზაურობას წინასწარ გეგმავდნენ და სასტუმრო ნომრებს 4-5 თვით ადრე ჯავშნიდნენ, დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია. ეპიდემიოლოგიური ვითარების არასტაბილურობის გამო სიტუაცია არაპროგნოზირებადია. ქართველების მსგავსად უცხოელებიც ერიდებიან ხანგრძლივვადიანი გეგმების დასახვას და ჯავშნები ძირითადად 1 კვირით ადრე შემოდის, რადგანაც 1 კვირით ადრე მარტივია იმის პროგნოზირება რაიმე შეიცვლება თუ არა, ვიდრე 4-5 თვით ადრე.

იმედი გვაქვს, რომ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და რეგულაციების შემსუბუქებისა და ავიარეისების ზრდის ფონზე, მალე დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს. თუმცა არც ძველ ნიშნულზე დაბრუნება არაა მთავარი მიზანი - მთავარი მიზანია ზრდა და განვითარება", აცხადებს ნინო ნადიბაიძე.

„ამბასადორი ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერის თქმით, გარდა იმისა, რომ “ამბასადორის ჯგუფის" სასტუმროებში ყველა რეგულაცია დაცულია და ყველა არსებულ თუ პოტენციურ სტუმარს უსაფრთხო გარემოს სთავაზობენ, იმავდროულად აქტიური მუშაობა მიდის არსებული თუ ახალი ბაზრების ათვისებაზე.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ შემომყვან ტუროპერატორებთან და საერთაშორისო კუთხითაც აქტიურები ვართ, რომ საერთაშორისო ბაზარზე კარგი პარტნიორები გვყავდეს და აქტიური რეკლამა გვქონდეს“, - ამბობს ნადიბაიძე.

Ambassadori Tbilisi Hotel-ი ​5 ვარსკვლავიანი სასტუმროა და აქცენტი მაღალშემოსავლიან ტურისტებზე კეთდება.

„ძველ პერიოდს თუ შევხედავთ Ambassadori Tbilisi Hotel-ში სტუმრების ძირითადი რაოდენობა მოდიოდა გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და სხვა. ამჟამინდელი დინამიკითაც ამ ქვეყნებიდან იგივე მოთხოვნაა.

Ambasadori Kachreti-ს მაგალითზე კი გეტყვით, რომ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, ადგილობრივი ტურისტები უფრო აქტიურად დაინტერესდნენ ჩვენი სერვისებით. საზღვარგარეთ წასვლის შეუძლებლობის გამო უფრი აქტიურად მოგზაურობდნენ ქვეყნის შიგნით. საკმაოდ დატვირთვით ვიმუშავეთ მთელი წელი.

თუ ადრე ზამთრის სეზონი შედარებით დაბალი დატვირთულობით ხასიათდებოდა, წელს ეს შეიცვალა და ზამთრის სეზონიც საკმაოდ დატვირთული გვქონდა" - ამბობს "ამბასადორი ჯგუფის" მარკეტინგის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა