სოფელ ტვიშში „რიონის ხეობის მცველებსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

სოფელ ტვიშში „რიონის ხეობის მცველებსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებს სამშენებლო ტერიტორისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.

„კომპანია უკვე ვეღარ მუშაობს ბოლო რამდენიმე დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ საწვავი აღარ აქვს. ხეობაში ყველა შესასვლელი გადაკეტილი გვაქვს. დღეს ტვიშის მხრიდან, ანუ სადაც ჩვენი ადამიანური ნაკლები რესურსია განაწილებული დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების შემოსვლა მოხდა. დაპირისპირება იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ დაპირისპირების შედეგად ერთი ავზი საწვავი შემოიტანეს ხეობაში“, - განაცხადა „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ „რიონის ხეობის“ მცველები რამდენიმე თვეა „ნამახვანჰესისის“ საწინააღმდეგოდ რიონის ხეობაში აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ გაუქმდეს ხელშეკრულება, რომელიც ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, ამასთან, თანამდებობა დატოვოს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა