ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.
აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატის ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ადამიანებს საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
„დიდია თითოეული ამ ადამიანის დამსახურება სოფლის, მუნიციპალიტეტის, ზოგადად კუთხისა და ქვეყნის წინაშე. ისინი თავიანთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საქმიანობის გამო იმსახურებენ პატივისცემას, სათანადო დაფასებას, ამასთან, საუკეთესო მაგალითს აძლევენ მომავალ თაობებს», - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს წევრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.