აჭარაში 15 ივნისს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გახსნის დღისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან. სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“ , რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„15 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურის,ული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რაც ნიშნავს, რომ პანდემიის პარალელურად კვების, განთავსების და სხვა სერვისების მიმწოდებლების მიერ დანერგილია ის სტანდარტი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოდ მიღებისთვის არის საჭირო. წელს, ტურისტული სეზონი და ვიზიტორების მიღება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. ჩვენ მოგზაურებს ველოდებით, როგორც ჩვენი მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება. რეგიონის სტუმრებს ზღვის ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ვთავაზობთ მთიან აჭარაში, სადაც ახალი ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები განვავითარეთ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა