თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings-ში დაწინაურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings - ის 2022 წლის რანჟირებაში 30 ადგილით დაწინაურდა და 571-580-ე პოზიციას იკავებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, თსუ კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც უკვე მეორე წელია წარმოდგენილია QS World University Rankings - ის რანჟირებაში.

„ QS World University Rankings უნივერსიტეტების რეიტინგის შედგენის მიზნით იყენებს შემდეგ ინდიკატორებს: აკადემიური რეპუტაცია, დამსაქმებელთა შორის რეპუტაცია, სტუდენტებისა და პერსონალის თანაფარდობა, პერსონალის ციტირების მაჩვენებელი, უცხოელი პერსონალი, უცხოელი სტუდენტები. შესაბამისად, რანჟირება ფარავს უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის, უნივერსიტეტის რეპუტაციის შეფასებას.

QS World University Rankings მსოფლიო უნივერსიტეტების 2022 წლის რანჟირებას სათავეში მასაჩუსეტსის ტექნოლიგიური ინსტიტუტი (MIT) უდგას.

QS World University Rankings - ის 2021 წლის მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო ათასეულში თსუ 601-650 პოზიციაზე იყო“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2021
ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის