ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შედის

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ცვლილებებით ახლებურად წესრიგდება პირის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე უარის განცხადებასთან, სათადარიგო მოსამართლის დანიშვნასთან და ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები.

კოდექსით რეგულირდება ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

საკითხის მომხსენებელმა, ინიციატივის ერთერთმა ავტორმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უკეთ ფუნქციონირებას, ცვლილებებით ზუსტად განისაზღვრება თუ რა შემთხვევაში შეეძლება პირს ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა.

ცვლილებების თანახმად ასეთად მიიჩნევა ის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პირი სასამართლოს წარუდგენს დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება, რომ ის ასრულებს ისეთ სამუშაოს, როლის შეცვლაც შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია