გიტანას ნაუსედა - თუ საქართველოში შიდა არეულობა იქნება, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება

თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს აკვირდება და იმ პირობებში, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა დარჩეს ერთიანი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, წინსვლა ძალიან რთული იქნება.

„ჩვეულებრივი ფენომენია, რომ ზოგჯერ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ხედვები, აქვთ განსხვავებული ფორმის უთანხმოება და ურთიერთბრძოლები, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თქვენს ირგვლივ არსებულ პირობებში, როგორიც არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, რომ თქვენ იყოთ ერთიანები. უნდა გამონახოთ გამოსავალი, რადგან სხვაგვარად ძალიან რთული იქნება წინ წასვლა. ეს ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ყველა თქვენ გიყურებთ. თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება. მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენ ჯერ კიდევ გსურთ და ეძებთ გზებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ლიეტუვა, ქვეყანა, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელმაც დიდი ალბათობით, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამასთანავე გადადგა ძალიან კარგი და ამბიციური ნაბიჯები წინ, ევროკავშირის წევრი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 14 წელში გახდა. ჩვენ დაგვჭირდა 14 წელი, რომ ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით და ჩვენი გამოცდილება შესაძლოა იყოს ძალიან სასარგებლო თქვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი როგორც ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამოცანა არის, რომ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ, რათა განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი. მაგალითად, ჩვენ აქ, ხურვალეთში, განვახორციელეთ პროექტი, რომლის შედეგადაც მოეწყო მზის ელექტროსადგური, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია ჰქონდეს ცხელი წყალი და განავითარონ მცირე ბიზნესი. მისწრაფებების განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული პროექტები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიტანას ნაუსედა - თუ საქართველოში შიდა არეულობა იქნება, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება

თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს აკვირდება და იმ პირობებში, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა დარჩეს ერთიანი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, წინსვლა ძალიან რთული იქნება.

„ჩვეულებრივი ფენომენია, რომ ზოგჯერ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ხედვები, აქვთ განსხვავებული ფორმის უთანხმოება და ურთიერთბრძოლები, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თქვენს ირგვლივ არსებულ პირობებში, როგორიც არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, რომ თქვენ იყოთ ერთიანები. უნდა გამონახოთ გამოსავალი, რადგან სხვაგვარად ძალიან რთული იქნება წინ წასვლა. ეს ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ყველა თქვენ გიყურებთ. თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება. მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენ ჯერ კიდევ გსურთ და ეძებთ გზებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ლიეტუვა, ქვეყანა, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელმაც დიდი ალბათობით, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამასთანავე გადადგა ძალიან კარგი და ამბიციური ნაბიჯები წინ, ევროკავშირის წევრი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 14 წელში გახდა. ჩვენ დაგვჭირდა 14 წელი, რომ ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით და ჩვენი გამოცდილება შესაძლოა იყოს ძალიან სასარგებლო თქვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი როგორც ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამოცანა არის, რომ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ, რათა განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი. მაგალითად, ჩვენ აქ, ხურვალეთში, განვახორციელეთ პროექტი, რომლის შედეგადაც მოეწყო მზის ელექტროსადგური, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია ჰქონდეს ცხელი წყალი და განავითარონ მცირე ბიზნესი. მისწრაფებების განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული პროექტები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს