საპატრიარქო - მისმა უწმინდესობამ ფილიპ რიკერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები.

„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ფილიპ რიკერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოკითხვა გადასცა.

სტუმარმა აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოსთვის და ასევე ისაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმარი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს