აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა ხმაურით გაიხსნა

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა ხმაურით გაიხსნა. დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას კენჭი უნდა უყარონ, თუმცა ოპოზიციის წევრები მოითხოვენ, რომ კენჭისყრამდე კანდიდატს კითხვები დაუსვან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ უსკო-ს მოქმედ თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში დიდი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ შეკითხვებია.

„უსკოს მოქმედმა თვმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ როგორ ჩაატარა არჩევნები ვნახეთ. 120 შემაჯამებელი ოქმიდან 97-ში არის დისბალანსი. როცა უმაღლესი საბჭოს წევრს კითხვების დასმის საშუალება არ მეძლევა უსკოს თავმჯდომარის მიმართ, ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს რეგლამენტი შეახსენა და განაცხადა, რომ პარმენ ჯალაღონიას საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა შეკითხვები ორი თვის წინ დაუსვეს.

„პარმენ ჯალაღონია საკანონმდებლო ორგანოში ორი თვის წინ წარსდგა და მის გაწეულ საქმიანობაზე ვისაუბრეთ. შემოსულიყავით ორი თვის წინ და დაგესვათ კითხვები, ამ მატარებელმა ჩაიარა და თქვენ გინდათ, რომ უკან დავბრუნდეთ ორი თვის წინ და ვისაუბროთ? ასე არ გამოვა", - განაცხადა დავით გაბაიძემ.

კენჭისყრაში ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღეს.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის