ფოთის მერის პირველი მოადგილე საფეხბურთო გუნდის „კოლხეთი - 1913“ ფეხბურთელებს შეხვდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალქსანდრე ტყებუჩავა საკრებულოს წევრებთან ერთად ფოთის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო გუნდის „კოლხეთი - 1913“ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შეხვდა და არსებულ ვითარებას გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფეხბურთელებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მაქსიმალურ დახმარებას დაჰპირდნენ.

„ფოთის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უკვე დასრულდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა, მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, დამონტაჟდა ლედტაბლო, განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქალაქი ფოთი, თბილისსა და ბათუმთან, 2023 წელს უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოთის მერის მოადგილის ალექსანდრე ტყებუჩავას განცხადებით, ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მოხდება.

„ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ნაკრებში სათამაშოდ“, - აღნიშნა ტყებუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა