აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ პარმენ ჯალაღონია აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს 13 დეპუტატმა კენჭისყრის შედეგად, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ პარმენ ჯალაღონია აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს არ მიუღია.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას პარმენ ჯალაღონიაც მონაწილეობდა.

თავის მხრივ, პარმენ ჯალაღონიამ განაცხადა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც აღიარეს.

"ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და არც ერთი კითხვა არ დაგვიტოვებია უპასუხო, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ყველა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არჩევნები შეაფასა როგორც დემოკრატიული და გამჭვირვალე“, - განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის