ირაკლი შიოშვილი და როსტომ სესიაშვილი ახალსოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი სოფელ ახალსოფელში იმყოფებოდნენ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 1 558 310 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ახალსოფელში საუბნო გზები ასფალტის საფარით აქამდე არასდროს მოწესრიგებულა“ - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

როგორც როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, უახლოეს დღეებში ასეულობით მოსახლე მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

„ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელი ახალსოფელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. ამჟამად, ახალსოფელში პირველ, მეორე და მესამე უბნებზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, აქ მცხოვრები ასეულობით მოსახლე მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“ - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო