Hilton Batumi Hotel-ში 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისის დატვირთულობის დაახლოებით 70-80%-ი უკვე აღდგა

აჭარის შავი ზრვისპირეთში განთავსებული სასტუმროები სტუმრების მისაღებად მზად არიან და პოზიტიური მოლოდინების ფონზე ტურისტული სეზონის საკმაოდ წარმატებულად ჩავლას ვარაუდობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება.

Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი ლევან ასამბაძის თქმით, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნა სასტუმრო ბაზარს და უშუალოდ სასტუმრო Hilton Batumi-ს დატვირთულობას უკვე დაეტყო.

„ტურისტული ნაკადების ზრდას უკვე ვგრძნობთ სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ასე შემდეგ. ეს ის ტურისტები და სტუმრები არიან, რომლებიც Hilton Batumi-ში უკვე ნამყოფი არიან და კარგად იციან Hilton-ის სტანდარტები. ისინი ჩვენ გვენდობიან და ჩამოდიან. თუმცა საზღვრების გახსნა იყო მთავარი, რომ ჩვენი სერვისი უფრო მეტად შეგვეთავაზებინა და ტურისტული ნაკადები გაზრდილიყო. დატვირთულობას რაც შეეხება, წინა წელთან შედარებით Hilton Batumi Hotel-ში საკმაოდ დადებითი ტენდენციაა. 1-ელი ივნისიდან, ანუ სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან უფრო აქტიურად დაიწყო. ჩვენ გათვლას არამხოლოდ სასტუმროს სტუმრებზე, ასევე კორპორატიულ შეხვედრებზეც ვაკეთებთ", - განაცხადა ასამბაძემ.

Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორის განცხადებით, MICE ტურიზმის მხრივ Hilton Batumi Hotel-ს სპეციალური პროგრამა აქვს.

„გვაქვს სპეციალური ივენთპროგრამა, რომელიც ამ მიმართულებითაც გულისხმობს უფრო მეტ დაცულობას - დასუფთავებისა დაუსაფრთხოების თვალსაზრისით - კომპანიები გვენდობიან და ჩამოდიან. ამ მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზეც აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა Hilton Batumi Hotel-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. ლევან ასამბაძე განმარტავს, რომ Hilton Batumi Hotel-ში 2021 წლის მაისში 2019 წლისმაისის დატვირთულობის დაახლოებით 70-80%-ი უკვე აღდგა.

„თუმცა განსხვავება არის ის, რომ 2019 წელს ეს იყო წინასწარ, გარკვეული პერიოდით ადრე, გაკეთებული ჯავშნები, წ დაკონტრაქტებული პარტნიორები, და წინასწარვე დაკონტრაქტებული MICE ტურიზმის შეკვეთები. წელს შედარებით განსხვავებული ვითარებაა. ჩვენი პარტნიორები და მომხმარებლები ისევჩამოდიან, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ვითარება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ძალიან მოკლე ფანჯარაში ხდება ჯავშნების მიღება და თავად ტურისტებსაც არ აქვთ იმის გარანტია, რომ ხვალ ან ზეგ რომელიმე ქვეყნის საზღვარი არჩაიკეტება", - განმარტავს Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, Hilton Batumi Hotel-ის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ივნისი ჯავშნების კუთხით საკმაოდ პოზიტიურია.

„საზღვრების გახსნამ, ჩვენი ბრენდის მიერ უსაფრთხოების კუთხით შეთავაზებულმა სერვისებმა ტურისტებს მისცა თვითდაჯერებულობა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში", - განაცხადა ასამბაძემ.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, Hilton Batumi Hotel-ის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ 2019 წელთან შედარებით საფასო პოლიტიკა ოდნავ განსხვავებულია.

„2019 წელს თუ შევადარებთ ვერ ვიტყვით, რომ საფასო პოლიტიკა იდენტურია. თუმცა თავად ბაზარმა დაარეგულირა და შედარებით დაბალ ფასზეა წელს გათვლა. თუმცა პოზიტიური მოლოდინებისა და მოთხოვნის ზრდის ფონზე შესაძლოა ფასები ისევ დაკორექტირდეს", - თქვა ასამბაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს