საქართველოში ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სამომავლო კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოლიდური ბაზაა

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სამომავლო კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოლიდური ბაზაა. ამის შესახებ კლეიტონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო.

ეს სოლიდური ბაზაა, სამომავლო კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერ სივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა“, - წერს ბრიტანეთის ელჩი.

ცნობისთვის, პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

ეს არის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ 2019 წელს წარედგინა. სამივე მოსმენით განხილვა წინა მოწვევის პარლამენტში გაიმართა და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გაჩერდა.

პროექტი, მესამე მოსმენით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე - 77 მომხრე, 2 - წინააღმდეგი, გავიდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა