აჭარის მაღალმთიანი სოფლების სათემო ინტერნეტიზაციის დაწყების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, რომელიც აჭარის მაღალმთიანი სოფლების სათემო ინტერნეტიზაციის საკითხებს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, ასევე საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.

„შეხვედრაზე განიხილეს მაღალმთიან აჭარაში სათემო ინტერნეტიზაციის განხორციელების შესაძლებლობა და გზები, რომელიც სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისა მხარდაჭერით განხორციელდება და სრულად დაიფარება ყველა დასახლებული პუნქტი.

აღინიშნა, რომ ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, იქ სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია, კერძო სექტორისთვის კომერციულად არამიმზიდველი გარემოა და შესაბამისად მოსახლეობა დარჩენილია ინტერნეტის გარეშე, მთავრობის მხრიდან სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები ხორციელდება.

შეხვედრაზე გამოხატული იქნა მზაობა და მხარდაჭერა, რომ აჭარის რეგიონში დაიწყოს სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, ასევე დაიგეგმა პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები.

სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. სახელმწიფოს როლი ამ მოდელში ითვალისწინებს მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში პროექტის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული პრინციპების დაცვით, 2017 წელს თუშეთში, ინტერნეტით დაიფარა 2 ხევი და 24 სოფელი, 2019 წლის ბოლოს ფშავ-ხევსურებსა და გუდამაყარის ხეობებში, ინტერნეტით დაიფარა 130-მდე სოფელი (496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, IP ტელეფონების ინსტალაცია განხორციელდა 18 ოჯახში).

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო