აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარმენ ჯალაღონია აირჩიეს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნას აჭარის უმაღლესი საბჭოს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ფარული კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

სხდომაზე, ასევე ფარული კენჭისყრით, 13 ხმით, 5 წლის ვადით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის თანამდებობაზე პარმენ ჯალაღონია აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

კანონმდებლებმა არჩევანი გააკეთეს მთავრობის თავმჯდომარის მიერ, უსკო-ს წევრის თანამდებობაზე წარმოდგენილი - ირაკლი გვარამიასა და რამაზ ფირცხალაიშვილის კანდიდატურებს შორის. ფარული კენჭისყრის შედეგად, 15 ხმით, 5 წლის ვადით, უსკო-ს წევრად ირაკლი გვარამია აირჩიეს.

კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის კონცეფციაზე, მიმდინარე და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებზე, სამაუწყებლო პროგრამების განრიგზე, გაფართოებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებზე, აუდიტის დასკვნასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ