ლაფანყურსა და ნაფარეულში მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურსა და ნაფარეულში, მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიება აქციის „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე" ფარგლებში მოეწყო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ განაცხადა, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიზნით, დღეს ვიმყოფებით კახეთის რეგიონში, სადაც ტარდება აქცია - ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. აქციის ფარგლებში, მოსახლეობას საშუალება ექნება, მიიღონ მაღალი კვალიფიკაციური სამედიცინო დახმარება, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებისაგან. ამავე აქციის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ, რომ ისარგებლონ უფასო მედიკამენტებით. მნიშვნელოვანია, რომ აქციას ექნება პერმანენტული ხასიათი და ის სხვადასხვა რეგიონებშიც გავრცელდება", - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, აქციის ფარგლებში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა გაუწიეს.

„თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში და ნაფარეულში, მოსახლობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა მიმდინარეობს. საჭიროების შესაბამისად, მათ უფასოდ დაურიგდებათ მედიკამენტები. აღნიშნული აქცია მთავრობის ადმინისტრაციის და მხარდაჭერით მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს კონსულტაციები და გამოკვლევები სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ჩაუტარდათ. ექიმის მიერ შერჩეული რეცეპტის მიხედვით, მოსახლეობას მედიკამენტები უფასოდ გადაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო