კრისტიან ერიკსენი, რომელიც ფინეთთან მატჩისას მოედანზე უგონოდ დაეცა, ამ დროისთვის სტაბილურადაა - მისი აგენტის განცხადებით, ფეხბურთელს ლაპარაკი შეუძლია

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ფინეთმა გასვლაზე დანია 1:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა.

44-ე წუთზე მათი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ფეხბურთელს მოედანზევე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მათ შორის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ექიმები გულის მასაჟს უკეთებდნენ, ამის შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფეხბურთელთა თხოვნითა და უეფას ნებართვით მატჩი მოგვიანებით განახლდა. ერიკსენი იონსენმა შეცვალა.

მეორე ტაიმში გოლი პირველივე სახიფათო მომენტიდან ფინელებმა გაიტანეს. 73-ე წუთზე მსაჯმა ტეილორმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ჰეიბერგს თერთმეტმეტრიანის გატანა მეკარე ჰრადეცკიმ არ დაანება.

რაც შეეხება კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დანიის ნაკრების ფეხბურთელის კრისტიან ერიკსენის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს ლაპარაკი შეუძლია.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე