სოფელ ბოსლევში, წაბლნარ კორომებში სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგების შუალედური მონიტორინგი მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევში, წაბლნარ კორომებში სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შედეგების შუალედური მონიტორინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოში, გასული საუკუნეში წაბლის დაავადების გამოჩენის შემდეგ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გასულ წელს, პირველად განახორციელა დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენების სრულყოფილი და თანმიმდევრული სამეცნიერო და სატყეო ღონისძიებები.

იმერეთის რეგიონში, დაავადებული წაბლნარი ტყის ეკოსისტემების აღდგენის პროგრამის განხორციელებისთვის, სააგენტომ, საერთაშორისო ექსპერტის, დოქტორის ირინა მაციაკის ჩართულობით, დაიწყო წაბლნარი კორომების აღდგენის ღონისძიებები სოკოვანი დაავადების ბიოლოგიური კონტროლის გზით. განხორციელდა სასარგებლო მიკროორგანიზმების შეტანა ზესტაფონის სატყეო უბნის ბოსლევის სატყეოში (43 ჰა), სადაც სანიტარიული ჭრის განხორციელების შემდეგ, სპეციალურად გამოიყო საექსპერიმენტო უბნები. შტამების შეტანა 200-მდე დაავადებულ წაბლის ხეზე მოხდა.

ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი ხელს შეუწყობს დაავადებული წაბლნარი კორომების გაჯანსაღებას, რაც შუალედური მონიტორინგის შედეგებითაც დადასტურდა.

წაბლის სოკოვანი დაავადება წლების განმავლობაში წარმოადგენს პრობლემას როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ბელგია, იტალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ