ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი 14 ივნისს გაიმართება

14 ივნისს, ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მათივე ცნობით, დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს.

„წარმოდგენილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან.

ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ ვაკანსიებს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან.

შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება 14 ივნისს, ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე (მისამართი: ქუთაისი, ცისფერყანწელების N9) და მისი ხანგრძლივობა 13.00-დან 16.00 საათამდე იქნება. სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 12.30 საათიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა