თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში რეგიონის სამხარეო ხელმძღვანელობას და კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, COVID-19-თან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ქალაქ ქუთაისში იმერეთის რეგიონის სამხარეო ხელმძღვანელობას და კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე COVID-19-ით ავადმყოფების მოვლისა და მკურნალობის სერვისების ოპტიმიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების საკითხები განიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მკურნალობის ინოვაციური მეთოდების და მიდგომების დანერგვას. ერთმანეთს გაუზიარეს დაგროვილი გამოცდილება და მომავლის ამოცანები დასახეს.

შეხვედრაზე გამოითქვა რწმენა, რომ შემოდგომისთვის შესაძლო ე.წ. „მეოთხე ტალღა“ „მეორე“ და „მესამე ტალღებთან“ შედარებით მსუბუქი იქნება ხოლო, წლის ბოლოსთვის ქვეყანა შეძლებს კოვიდ პანდემიის დაძლევას“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა