ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო

ცოტა ხნის წინ, ლექსუსმა 2020-წლის შედეგების და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების საფუძველზე ათი რჩეული ლექსუსის დილერი გამოავლინა.

წელს შერჩევის პროცესში (წინა 5 წელიწადისგან განსხვავებით) შეფასების მკაცრ სტანდარტებს დაემატა ისეთი ახალი კრიტერიუმები, რომლის მეშვეობითაც დილერებმა განახორციელეს პროცესებისა და შენობების ადაპტაცია, კლიენტების და თანამშრომლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების და ასევე, ადგილობრივი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების დაცვის უზრუნველსაყოფად.

Lexus omotenashi-ს კლიენტთა მომსახურების პრინციპი - მოექეცით კლიენტს ისე, როგორც სტუმარს თქვენს სახლში - წარმოადგენს ბრენდის ამოსავალ წერტილს, რომელიც წარმატებით იქნა შენარჩუნებული, კომპანიების მიერ თავიანთი საქმიანობისა და პროცედურების ადაპტირების გზით. სწრაფად და ეფექტურად შემუშავდა ახალი მეთოდები, რათა ადამიანებს კვლავ ჰქონოდათ წვდომა მათთვის საჭირო სერვისებზე, დახმარებასა და ინფორმაციაზე, როგორც ავტომობილების გაყიდვის, ასევე მათი შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების თვალსაზრისით და ყოფილიყვნენ მშვიდად იმის გამო, რომ მიღებული იყო ყველა საჭირო ზომა მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ვიდეო კონსულტაციები გაყიდვის აგენტებთან და ტესტ-დრაივები სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის მოთხოვნების გათვალისწინებით შედის იმ რამდენიმე კონცეფციის ჩამონათვალში, რომლებიც დაინერგა ან მნიშვნელოვნად იქნა გაუმჯობესებული.

ჯილდოს გადასაცემად, საცალო გაყიდვის პარტნიორების საქმიანობის შეფასება მოიცავდა ინფორმაციის მოთხოვნის და მისტიური კლიენტების ვიზიტების შედეგებს, რომლებიც აფასებდნენ კლიენტებთან ურთიერთობის ციკლის ყველა ასპექტს, მათ შორის, მიმდინარე წელს აკვირდებოდნენ Covid–ისგან თავის დაცვის ზომების მკაცრად შესრულებას. ამ ელემენტებთან ერთად გათვალისწინებული იყო თავაზიანი, სწრაფი და ამომწურავი რეაგირების, ასევე ობიექტებისა და გაწეული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი. Lexus–ს რეგიონში 300–მდე სადილერო კომპანია აქვს, რომელთა შორის Kiwami–ს გამარჯვებულები საუკეთესოებად ითვლებიან (ჯილდოს სახელწოდება მომდინარეობს იაპონური სიტყვიდან „უმაღლესი“).

პასკალ რუშმა, „ტოიოტა მოტორ ევროპის“ ვიცე პრეზიდენტმა, Lexus Europe–ის სახელით განაცხადა: ”ჩვენს საცალო გაყიდვების პარტნიორებს გასული წლის განმავლობაში მოუწიათ უპრეცედენტო გარემოებებთან გამკლავება, როდესაც მათ პრიორიტეტს წარმოადგენდა ყურადღების გამახვილება თავიანთი გუნდის და კლიენტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, და ამასთან ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ Lexus omotenashi-ს მომხმარებელთა მომსახურების საუკეთესო გამოცდილება. მათ მიერ გაწეული ძალისხმევა იყო გამორჩეული და მე ვამაყობ იმით, თუ როგორ მოახერხეს მათ კლიენტთა მომსახურების და საქმიანობის ხარისხის ასეთი შთამბეჭდავი სტანდარტის შენარჩუნება ამგვარ, გამოწვევით სავსე სამუშაო გარემოში.“

“Kiwami-ს ჯილდო გადაეცემა მათ, რომლებმაც მიაღწიეს უდიდეს წარმატებას შეფასების ყველა ასპექტის გათვალისწინებით, თუმცა, ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს საცალო გაყიდვების პარტნიორს, რომლებიც გასულ წელს დაუღალავად შრომობდნენ ლექსუსის ბრენდის მხარდასაჭერად.”

რამდენადაც Covid-ის პანდემიამ გამორიცხა დაჯილდოების ცერემონიის ტრადიციულად აღნიშვნის შესაძლებლობა, თითოეულ გამარჯვებულს გაეგზავნა მათი წარმატებისადმი მიძღვნილი პერსონალიზებული ვიდეოშეტყობინება, ჯილდოსთან ერთად.

Kiwami-ს 2021 წლის გამარჯვებულები არიან:

  • ლექსუს თბილისი – საქართველო
  • ლექსუს დიჟონი - საფრანგეთი
  • ლექსუს ფილდერშტადტი – გერმანია
  • ლექსუს კიფისიასი - საბერძნეთი
  • ლექსუს პადუა - იტალია
  • ლექსუს რომერიკე – ნორგვეგია
  • ლექსუს Trójmiasto – პოლონეთი
  • ლექსუს კრასნოდარი - რუსეთი
  • ლექსუს საბადელი - ესპანეთი
  • ლექსუს დერბი - დიდი ბრიტანეთი

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით