სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი დასრულდა. სოფლის ერთი უბანი, სადაც 75 ოჯახი ცხოვრობს, ათწლეულების შემდეგ, სასმელ წყალს შეუფერხებლად პირველად მიიღებს.

წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონიალს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდტი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანიკა სოდერი, ასევე საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

„სოფელ ციცაგიანთკარის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის, 2020 წელს გადმოგვეცა საპროექტო დოკუმენტაცია „USAID zrda” პროექტის მიერ. ამავე პროექტის მიერ ეუთოდან მოძიებული იქნა პროექტის დასაფინანსებლად 90 074 ევრო, რომელიც იტალიის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი თანხაა. მთლიანობაში კი პროექტის ღირებულება შეადგენდა 358 000 ლარს. მერიის მხრიდან თანადაფინანსება შეადგენს 24 000 ლარს. სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად, აღნიშნული სოფლის ერთი უბნის მოსახლეობა შეუფერხებლად მიიღებს სასმელ წყალს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო