გორის მერია - სოფელ ციცაგიაანთკარში 144 ოჯახს უკვე 24 - საათიან რეჟიმში მიეწოდება სასმელი წყალი

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ციცაგიაანთკარში 144 ოჯახს უკვე 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება სასმელი წყალი, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“.

„ეუთოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო იტალიის სახელმწიფომ, როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ.

პროექტის გახსნის ცერემონიალს დღეს ციცაგიაანთკარში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო