კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია

ქართულ-ეგვიპტური სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, კომპანია "ოთი ისთეითის" თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანი ჰებაშმა, საქართველოში ინდონეზიის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, ბასკარა პრადიპტას უმასპინძლა.

კომპანიის ხელმძღვანელმა სტუმარს ოთი ისთეითის საქართველოში საქმიანობის შესახებ მოუთხრო. ასევე, გააცნო მიმდინარე პროექტები და მიღწეული შედეგები.

ჰანი ჰებაშმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბასკარა პრადიპტას, ოთი ჯგუფის სამხრეთ აზიური ფილიალის უძრავ ქონებასა და ინვესტიციებთან დაკავშირებული წარმატებული მუშაობის შესახებ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის სამომავლო პარტნიორობისა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ინვესტიციების უპირატესობებს, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების სფეროში, რომელშიც დიდი გამოცდილება აქვს ოთი ისთეითს და მის ყველა ფილიალს, მათ შორის “OTI ASIA”-ს.

საქართველოში ინდონეზიის საელჩოს ოფიციალურად გახსნის კვალდაკვალ, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბ-ნი პრადიპტა პირველი დღიდანვე ხვდება ქვეყანაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და უცხოელ ინვესტორებს. სწორედ, აღნიშნულ ფორმატში დაიგეგმა და შედგა შეხვედრა ბასკარა პრადიპტასა და ოთი ისთეითის ხელმძღვანელს ჰანი ჰებაშს შორის.

(R)

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა