წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში „ნამახვანჰესის“ მომხრეებმა აქცია გამართეს

წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში „ნამახვანჰესის“ მომხრეებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე ხორციელდება „ბულინგი“ და ფიზიკური ძალადობა. ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ თუ არ მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ჰესის სამშენებლო სამუშაოებზეა დასაქმებული და აცხადებენ, რომ მუშაობის უფლება არ ეძლევათ.

„ჩვენ გვინდა ჰესი, რადგან ეს ხეობის განვითარების ერთადერთი გზაა. არ გვეძლევა მუშაობის უფლება. ვართ „ბულინგის“ მსხვერპლი, გვესვრიან ქვებს. რა უფლება აქვთ პროდუქტს რომ არ ატარებენ სოფლებში? მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება", - აცხადებენ ადგილობრივები.

იხილეთ ვიდეო:"ნამოხვანჰესის" მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო