საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის

ნორვეგია, ავსტრია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, იტალია ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტები პირველივე კურსიდან შეძლებენ გაცვლითი პროგრამით, სასწავლებლად გამგზავრებას.

2021 წელს ჩარიცხული ყველა სტუდენტი, ვინც საქართველოს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე გახდება, ყოველთვიურად სახარჯ თანხად, 100 ევროს მიიღებს საჩუქრად, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სრულად დაუფინანსდებათ საცხოვრებელი და სასწავლებლის ხარჯები. ახალგაზრდებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე ERASMUS+ პროგრამით წავიდნენ და მთელი სემესტრი საზღვარგარეთ გაატარონ.

ყოველწლიურად საქართველოს უნივერსიტეტიდან ათობით სტუდენტი მიემგზავრება უცხოეთში სას-წავლებლად, მათ შორის იყო თიკო როხვაძე, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრა-ციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი.

“მესამე კურსის პირველი სემესტრი, ჩეხეთში, ტომას ბატას უნივერსიტეტში გავატარე. ინდივიდუა-ლური გაცვლითი პროგრამის სტუდენტი გავხდი, რაც მინდა აღვნიშნო, რომ წარმოუდგენლად რთული ნამდვილად არ იყო.

უნივერსიტეტისაგან მუდმივად ვიღებდით შეტყობინებებს გაცვლითი პროგრამის შესახებ, როდესაც ერთ-ერთით დავინტერესდი, გასამგზავრებლად მოსამზადებელი ეტაპები უნივერსიტეტის დახმარე-ბით გავიარე, დამეხმარნენ სამოტივაციო წერილის დაწერაში, მქონდა ონლაინ გასაუბრება მიმღებ უნი-ვერსიტეტთან და საბოლოო ჯამში, მთელი სემესტრით ჩეხეთში წავედი. იქ გატარებული დრო სტუ-დენტისთვის გამოცდილების დაგროვების საუკეთესო საშუალებაა, ახალი ნაცნობები, უცნობი გარემო, რომელსაც უნდა მოერგო და ამ ყველაფერთან ადაპტირებისთვის ძალიან მცირე დრო. ყველაფერ ამასთან გამკლავება კი, დამოუკიდებლობის შეგრძნების გიასმაგებს, რაც პირადად გამოვცადე და ნამდვილად ყველაზე სასიამოვნოა.

ვურჩევ ყველა სტუდენტს, რომ არ გაუშვან ხელიდან ეს შანსი და უბრალოდ მუდმივად იყვნენ სწავლის პროცესში აქტიურად ჩართულები, რადგან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის, მხოლოდ ეს არის საჭირო, მათი მხრიდან.“

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია