დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მას იმ დანაშაულის დაფარვას ედავებიან, რომლისთვისაც მსჯავრდებულია. კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, აღნიშნული საქმის განხილვა 2018 წლის შემდეგ არ განახლებულა.

თოდუას თქმითვე, აღნიშნული საქმის განახლება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას უკავშირდება, რათა მისგან ბრალდებულ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება მოიპოვონ. არაებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან კალანდია მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მას აღნიშნული დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო:დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია