წყალტუბოშო სასტუმრო "არგო" დაარბიეს, ნაცემია სასტუმროს მფლობელის შვილიშვილი

წყალტუბოშო სასტუმრო "არგო" დაარბიეს. შემთხვევა წუხელ „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა. სასტუმროს მფლობელების თქმით, ნაცემია მისი შვილიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი გოგო და ბიჭი გაუსწორდა. ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვირეს.

დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძოება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია სამი ადამიანი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს