პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცა

ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

"მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, რეგულარული ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება.

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა დასახელების ვაქცინის შემოსვლა ქვეყანაში ივლისიდან, ეტაპობრივად დაიწყება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 355 368 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 341 103 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 083 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 34 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 595 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3059 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცა

ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

"მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, რეგულარული ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება.

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა დასახელების ვაქცინის შემოსვლა ქვეყანაში ივლისიდან, ეტაპობრივად დაიწყება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 355 368 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 341 103 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 083 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 34 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 595 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3059 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო