პაატა იმნაძე - დღეისთვის საქართველოში „ინდური შტამის“ 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ ეს შტამიც იწყებს გავრცელებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში ამ დროისთვის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს „დელტა"(ინდური შტამი) შტამის ფუნქციონირება. სამწუხაროდ, წამყვანი ხდება „დელტა" შტამი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას",-აღნიშნავს იმნაძე.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება