ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მე-100 შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა IPRM-ის შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას ადასტურებს შეხვედრაში ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის მონაწილეობა.

„შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენდა. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და მუდმივ საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო აქტივობების დაუყოვნებელი შეწყვეტა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა