ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალბინიანი სახლების ეზოების  კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, კეთილმოეწყობა ჩიქოვანის ქუჩაზე N40, N40/2, N36 და N38-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა პრიორიტეტულია.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 400 000 ლარზე მეტია.

ზუგდიდში, ბოლო წლებში ეზოების კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს