ნინო ლაცაბიძე - რუსთავის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გაუმართავი ლიფტებია

"აუცილებელია მოდერნიზაცია და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ქალაქში არსებულ გაუმართავ ლიფტებს, რისთვისაც საჭიროა ერთობლივად დავსახოთ ზუსტი გეგმა, როგორ დავძლიოთ ეს გამოწვევა. ლიფტების რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამა მალე დაიწყება“, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რამდენიმე მძიმე შემთხვევა მოხდა.

„პირველად, მუნიციპალიტეტმა ლიფტების რეაბილიტაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. მუნიციპალური ბიუჯეტი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს 1200-მდე ლიფტის სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ გვინდა ქალაქში გვქონდეს ისეთი ლიფტები, რომლებიც უსაფრთხო იქნება თითოეული ადამიანისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, სახელმწიფოს ჩართულობით, შევძლებთ და წარმოვადგენთ ისეთ გეგმას, რომელითაც ლიფტებით მგზავრობას უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს