გია ვოლსკი - ყველამ ჭკუას ცოტა ძალა დაატანოს და ქვეყანაზე ვიფიქროთ, ყოველგვარ დაპირისპირებას მოვერიდოთ, ეს იქნება პრაიდის თუ ანტიპრაიდის მხრიდან

ყველამ ჭკუას ცოტა ძალა დაატანოს და ქვეყანაზე ვიფიქროთ, ყოველგვარ დაპირისპირებას მოვერიდოთ, ეს იქნება პრაიდის თუ ანტიპრაიდის მხრიდან, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ლევან ვასაძის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს 10-დღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ პრაიდის ღონისძიება გააუქმოს.

ვოლსკის განცხადებით, ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან "საზოგადოება მრავალფეროვანია, მოგვწონს ეს თუ არა". მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ამიტომ კანონის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

„ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ არა მხოლოდ კანონის, არამედ უფლის, ერთმანეთის წინაშე. ერთმანეთს შეგვიძლია ქმედება და განცხადებები დავუწუნოთ, მაგრამ ვერ გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ვალდებულება, რომ სახელმწიფომ კანონი დაიცვას და ნებისმიერი მოქალაქე დაიცვას განსხვავებულობის მიუხედავად. ხელისუფლებას საკმაო რესურსი აქვს, რომ ყოველგვარი არეულობა თავიდან აიცილოს. ბალანსია საჭირო და სიწყნარე, რათა გადავრჩეთ საკმაოდ რთული გამოწვევების ცენტრში მყოფი პატარა ქვეყანა სუსტი ეკონომიკით და ბევრი გამოწვევით გინდათ აგრესორის მხრიდან, გინდ რეგიონში არსებული პროცესების შემხედვარე და გინდ მსოფლიო დაპირისპირების ხარისხიდან გამომდინარე", - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?