„მერსი ქორფსის“ ინიციატივით, სოციალურ კაფე „კაფუნეში“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 7 სოციალურ საწარმოსთან ხელშეკრულება გაფორმდა

„მერსი ქორფსის“ ინიციატივით, სოციალურ კაფე „კაფუნეში“, პროექტის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ შვიდ სოციალურ საწარმოსთან, ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ევროკავშირის დელეგაციის, სოციალურ მეწარმეობაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციისა და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„სოციალური მეწარმეობის ნათელი მაგალითია „კაფუნე“ და ის გუნდი, რომელიც ამ ბრენდს ქმნის. მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ახალგაზრდების ძალისხმევითა და ჩვენი ხელშეწყობით შეიქმნა. სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი იქნება დადებითი მოტივაცია სხვა ახალგაზრდებისთვის, რომ ჩაერთონ მსგავს საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

პროექტი „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“, ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში 2020 წლიდან ხორციელდება.

„პროექტის მიზანია, საქართველოსა და სომხეთში ახალგაზრდების (18-დან 29 წლამდე) სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება, სოციალური მეწარმეობის სფეროში უთანასწორობის შემცირება, მათი გაერთიანების, დასაქმებისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და სხვა საქმიანობებში ჩართულობით, ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ გამოცდილება ბიზნესის დაგეგმვაში, ბიზნეს გეგმების შედგენასა და ფინანსურ აღრიცხვაში, პროდუქციის წარმოებასა და მის მარკეტინგში. საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდული სოციალური საწარმოები, ფინანსურ მხარდაჭერას სოციალური საწარმოს საქმიანობის გაფართოებისთვის და დასახული სოციალური მიზნის მისაღწევად მიიღებენ.

საგრანტო კონკურსის შედეგად, ოთხი სოციალური საწარმო, ქვემო ქართლის რეგიონიდან შეირჩა, ერთ-ერთი გამარჯვებული კი რუსთავში არსებული სოციალური საწარმო „კაფუნე“ გახდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა