აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები კომიტეტის წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გააცნო. მომხსენებელმა ისაუბრა მხარჯავი უწყებების საბიუჯეტო ცვლილებებსა და უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელთა განხორციელებაზეც საბიუჯეტო თანხები მიიმართება.

ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, კანონის პროექტით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და პროექტებზე თანამოხსენება წარმოადგინა ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. მინისტრებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კოვიდპანდემიას, მის მიმდინარეობას, გამოწვევებსა და პრევენციული ღონისძიებებს (ვაქცინაცია) დაეთმო დღის წესრიგის მეორე საკითხი, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინა.

სხდომას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე მარინა ზანაქიძე. მინისტრის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია, კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო