აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში, ბათუმის ბულვარში სხვადასხვა კულტურული პროგრამაზე დასწრების საშუალება ჰქონდათ.

ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან და ანბანის კოშკთან ფრანების შოუ, ჯაზბიგბენდის კონცერტი, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, ავიაშოუ, ლათინო-ამერიკული ცეკვების შოუ და ულამაზესი საბალეტო წარმოდგენა მიმდინარეობდა.

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის აჭარაში მოქმედი ყველა სახელმწიფო მუზეუმი, განახლებული პეტრა და გონიოს ციხე ვიზიტორებს უფასოდ მასპინძლობდა. თოჯინებისა და ბათუმის დრამატულმა თეატრებმა კი სტუმრებს უფასო სპეკტაკლები „მერიპოპინსი“ და „ჰელადოს“ შესთავაზეს.

წელს, ზღვაზე დასვენებასთან ერთად რეგიონი სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს. მათ შორის იქნება კანიონი ნგიუჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში.

გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომისხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში. სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია.

„ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გავხსენით, თუმცა რეგიონს უცხოელი ვიზიტორები უკვე აპრილის თვიდან სტუმრობენ. ბათუმის მიმართულებით ფრენები ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, რასაც მალე არაბეთის გაერთიანებული საემიროების, სომხეთის, პოლონეთისა და პალტიისპირეთის მიმართულებებიც შემოუერთდება. სეზონის გახსნით, ვიზიტორებს ვეუბნებით, რომ რეგიონი მზადაა უსაფრთხო გარემოში უმასპინძლოს მათ, რაშიც ჩვენთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია კერძო სექტორს. სეზონის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდით მათ და უსაფრთხოების ნორმებისა და კოვიდრეგულაციების დაცვისკენ მოვუწოდეთ. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიტიური მოლოდინები გამართლდება და ზაფხულის ტურისტული სეზონი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა