„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და "ქურდულ გარჩევაში" მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალი მათ 223-ე მუხლით აქვთ წარდგენილი.

უფლებადამცველების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ.

ადვოკატ მიხეილ ნემსაძის ინფორმაციით, გავრცელებული ვიდეო კადრები მონტაჟია და დაკავებული დავით სანდუხაძის და თემურ ჩხეიძის რეალურ საუბარს არ ასახავს. მისი თქმით, ვიდეო ფაბრიკაცია გარკვეული მიზეზით არის შედგენილი, რაზეც ამ ეტაპზე არ ისაუბრებენ.

ადვოკატი ვიდეოს ავთენტურობის დადგენას მოითხოვს.

რაც შეეხება მესამე დაკავებულს, როგორც მისი უფლებადამცველი გურამ გვენცაძე აცხადებს, ალეკო მელაძე უდანაშაულოა, მას ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. ის ერთ-ერთ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. ადვოკატის თქმით, ელოდებიან სასამართლო პროცესს და წარმოდგენილი მასალების მიხედვით გადაწყვეტენ, რა სახის შუამდგომლობას დააყენებენ.

დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო