ოპოზიციურ ფრაქციაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ჯაბა ფუტკარაძემ 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსა და კანონის პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, მინისტრმა უპასუხა ფრაქციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ბიუჯეტის გარდამავალ ნაშთს, რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებულ დეტალებს, ტენდერებს, საინვესტიციო პოლიტიკას, პრივატიზაციის პროცესსა და შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს, მოსახლეობის დამოკიდებულებას საინვესტიციოდ მიმზიდველ ტერიტორიებზე განსახორციელებელ პროექტებზე, მიწის საკუთრების აღიარებას, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის განკუთვნილ ტრანსფერებს და სხვა საკითხებს ეხებოდა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს