მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „გუგუთში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ს.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული 20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

მათივე ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში არსებულმა არადეკლარირებულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 103 603 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 10 360,3 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“