გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე დაშავებული ექიმია. ექიმები „ჰონდას“ მარკის კერძო ავტომობილით გორიდან წეროვანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ,,მერსედესის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული ექიმები სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა