„ქართული ოცნება“ ოპოზიციას, სავარაუდოდ, საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეობას შესთავაზებს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საპარლამენტო ოპოზიციას, შესაძლოა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზოს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში დასახელებული პარლამენტის ხუთი კომიტეტიდან “ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის სწორედ აღნიშნული ორი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტის დათმობას გეგმავს.

პარლამენტში ძალაუფლების განაწილების თემაზე კონსულტაციები და მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა როგორც “ინტერპრესნიუსმა“ გაარკვია, ამ თემაზე დისკუსია თავად “ქართული ოცნების“ ლიდერთა შორის უკვე შედგა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, “ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციისთვის იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეობის დათმობას ამ ეტაპზე გამორიცხავენ და საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ხელმძღვანელის პოსტის შეთავაზებას ფიქრობენ. ასევე, კონსულტაციების საგანი იქნება პარლამენტის ის კომიტეტებიც, რომელიც შარლს მიშელის დოკუმენტში დასახელებული არ არის.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, შეთავაზება პარლამენტში წარმოდგენილ მხოლოდ იმ პარტიებზე გაკეთდება, რომელთაც შარლ მიშელის დოკუმეტს ხელი მოაწერეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, “თუკი “ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მათი წარმომადგენლები ამ თემაზე მოლაპარაკებებში ვერ ჩაერთვებიან“.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ხელმოწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში მეოთხე პუნქტად ასახულია - “პარლამენტში ძალაუფლების განაწილება“.

დოკუმენტში წერია, რომ პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან:

  1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
  2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
  3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
  4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი
  5. საგარეო საქმეთა კომიტეტი

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

როგორც შარლ მიშელის დოკუმენტში ვკითხულობთ, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე შევიდეს.

ცნობისთვის, კომიტეტების თავმჯდომარეებს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ