ლაშა დარსალიამ გაერთიანებული სამეფოს ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო.

ბრიტანელმა დიპლომატმა ლაშა დარსალიას დაწინაურება მიულოცა და ახალი საკურაციო მიმართულებით წარმატებები უსურვა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ნატო-ს 14 ივნისის სამიტის შედეგებზე. კერძოდ, მხარეები მიესალმნენ კომუნიკეში გაჟღერებულ გზავნილებს, როგორც საქართველოს გაწევრიანების, ასევე თავად ალიანსის ტრანსფორმაციის კუთხით.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. ამ კონტექსტში, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების კომპლექსური გარემო და აღნიშნეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო