მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა

მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა.

„წისქვილი ჯგუფის“ ინფორმაციით, კორონაპანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა მომსახურების სექტორს, უფრო კონკრეტულად, კვების ობიექტებს, ბიზნესის დივერსიფიცირებისკენ უბიძგა და მათი ნაწილი რითეილ სფეროში გადავიდა.

„სწორედ ამ დივერსიფიცირების შედეგად თბილისს დღეიდან ახალი და უნიკალური სივრცე „ბაზარი“ შეემატება. „ბაზარი“ იქნება ადგილი, სადაც სტუმარი იმოგზაურებს ძველ თბილისში და დააგემოვნებს უმაღლესი ხარისხის კულინარიულ პროდუქტებს”, - აცხადებენ იდეის ავტორები.

მათი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდონ უსაფრთხო, სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი.

„ბაზარი“ ჭავჭავაძის ქუჩის 57 ნომერში, კუს ტბის ასახვევის მოპირდაპირე მხარე მდებარეობს. პროქტში 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ უნიკალურ სივრცეში დაახლოებით 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ გელანტია აცხადებს, კომპანიამ ტურისტებისთვის, გურმანებისთვისა და მრავალეთნიკური კერძების მოყვარულთათვის კულინარიული სამოთხე შექმნა.

„როცა ვახსენებთ სიტყვას „ბაზარი“, პირველად ნამდვილი, თბილისური ბაზარი გვახსენდება - მთელი მისი აზიური ეგზოტიკით. მე-19 საუკუნე - ფერადი, მრავალგვარი, ჯანსაღი პროდუქტით დახუნძლული დახლები, ზედმეტად მოსაუბრე გამყიდველი, მშვიდი და აუჩქარებელი სეირნობა დახლებს შორის, ჰაერში დატრიალებული, ახალგამომცხვარი პურის სურნელი, შემთხვევითი შეხვედრები ძველ ნაცნობებთან და გრძელი, გაბმული საუბრები.

ნათლად წარმოგიდგა გარემო? ახლა, კი მისი თანამედროვე ვერსია წარმოიდგინე: ეს არის ჩვენ მიერ შექმნილი „ბაზარი“, ძველისა და ახლის გემოვნებიანი შერწყმა - სადაც შეგიძლია ნებისმიერ დროს გვესტუმრო, იმოგზაურო ძველ თბილისში და კულინარიული ბედნიერება მოიწყო.

თბილისური ბაზარი, როგორც დედაქალაქის უმთავრესი ტრადიცია, გონებაში წარმოდგენილი კადრებითა და მასთან დაკავშირებული ემოციების დახმარებით გავაცოცხლეთ - ინტერიერი და ექსტერიერი, სტილისტიკა და ლოგოტიპი სტუდიო 9-სთან ერთად შეიქმნა. ხელით დაიხატა ფირნიშები ქართველი მხატვრის მიერ, ხოლო „ბაზრის“ თანამშრომლების ტრადიციული სამოსი, სამოსელი პირველის მიერ დადიზაინდა და შეიკერა.

აქ ყველაფერია, რაც წყაროებიდან თუ მონაყოლიდან იცი: გარემო - ყვავილებისა და სუვენირების დახლები, გამწვანებული ბაღი, სიჭრელე, ნამდვილი ქართული ორნამენტები.

თბილისი ყოველთვის ითვლებოდა მრავალეთნიკურ, მრავალფეროვან ქალაქად. ეს ჩვენს კულტურაზეც და კერძებზეც მკაფიოდ აისახა და ასეც გრძელდება თანამედროვე თბილისში. თამამად ვიტყვით, რომ ტურისტებისთვის, გურმანებისთვისა და მრავალეთნიკური კერძების მოყვარულთათვის კულინარიული სამოთხე შევქმენით“, - აცხადებს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ გელანტია

„ბაზარში“ სტუმრები იხილავენ უგემრიელეს სამზარეულოს, ხორცის დელიკატესებსა და საუკეთესო ყველის კუთხეებს. ეზოში გამოცხვება დედას პური. ამასთან, ეზოში სტუმრები შეძლებენ იხილონ ევროპული ბრენდების პროდუქცია და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი, ნამდვილი ქართული ნაწარმი.

„ჩვენს ეზოში იქნება საგულდაგულოდ შერჩეული უმაღლესი ხარისხის ახალი ხილ-ბოსტნეული და 100 % ნედლი ხორცისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები - ყველაფერი ეს HACCP სიტემით იწარმოება, ყოველდღიურად მოწმდება პესტიციდებსა და აგროქიმიური საშუალებების შემცველობაზე.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უსაფრთხო, სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი. არ მოვაკლოთ კულინარიული სიახლეები. შევუქმნათ მას ყიდვისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემო, შევთავაზოთ დამატებითი სერვისები, რაც კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას განაცდევინებს ყიდვის პროცესში და ამავდროულად მისცემს საშუალებას დაისვენოს“, - განაცხადა წისქვილი ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოცირიძემ.

(R)

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა